მიმდინარე წლის 28-29 დეკემბერს გაიმართება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის X ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება აკად. ზაზა ალექსიძის ხსოვნას. მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის მოხსენებებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული თეზისები (დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე - სათაური ინგლისურ ენაზე) მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ეჯიბაძე, ტელ.: 555 133 911.